23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 18:19:44, 1908 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი პრემიერის განცხადებაზე - სწორია, რასაც ერთი კოვზით ზიარების წესზე ამბობს, რადგან საერო პოზიციიდან საუბრობს

აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს პრემიერი, რადგან ის ამას საერო პოზიციიდან ამბობს, - ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც ერთი კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

მიტროპოლიტის თქმით, პრემიერ-მინისტრი და ექიმები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან.

„აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს პრემიერ-მინისტრი გახარია იმიტომ, რომ ის ამას საერო პოზიციიდან ამბობს და ჩვენ ამას ვამბობთ საეკლესიო და ღვთიური პოზიციიდან, რომ არ არის საფრთხის შემცველი. პრემიერ-მინისტრი და ექიმები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არსებობს ღმერთი, იესო ქრისტე, რომელიც თავის სისხლს და ხორცს გვაძლევს საჭმელად და სასმელად. ამაზე რას იტყვიან პრემიერმინისტრი და ექიმები? ვერაფერს ვერ იტყვიან იმიტომ, რომ ეს არის მისტიკა, ეს არის საიდუმლოება და ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთი კოვზით ზიარების მაღალი რისკის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ ვერ იტყვის, ერთი კოვზით ზიარებით მოხდება თუ არა ვირუსის გადატანა, რადგან ამაზე სამეცნიერო კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics