23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 13:36:13, 1784 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი - მთავრობის განცხადება აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას

 მთავრობის განცხადება აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტების რაოდენობისა, ეს ჯერ კიდევ არ არის ფართომასშტაბიანი ტესტირება.

„იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ ოდნავ მოიმატა, ეს ჯერ კიდევ არ არის ფართომასშტაბიანი ტესტირება. იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ, როგორც იქნა, სახლებიდან გამოსვლის ეტაპობრივი გეგმა გამოაცხდა, სწორედ ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება, რომ ვირუსის ფარული, უკონტროლო გავრცელება ავიცილოთ თავიდან და ეფექტიანად ვმართოთ პროცესი. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია ფრაზა „ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“. სამწუხაროდ, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, რასაც მთავრობა აქამდე მიზანმიმართულად მიყვებოდა და რის გამოც საქართველოს 1 მლნ მოსახლეზე ჩატარებული ტესტებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს რეგიონში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის განცხადებით, „შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics