00:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 15:46:45, 1470 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, თუმცა სკოლებში სწავლა 1-ელ სექტემბრამდე არ განახლდება

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება და აუცილებლად ჩატარდება, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს მათი ჩატარების დრო.

„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემაა. ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლების საკითხში საკმაოდ ეფექტურად გაატარა. ამასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, შეიძლება იყოს გარკვეული დროის გადავადების ნაწილი და ასევე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განათლების სისტემის ამუშავების შესახებ პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics