02:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 14:45:49, 1373 ნახვა

კომენტარი
გახარია - არაფორმალური და თვითდასაქმებული მოქალაქეები ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თვითდასაქმებულ და არაფორმალურად დასაქმებულ მოქალაქეებს, სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით დახმარებას გაუწევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ადამიანების იდენტიფიცირება საკმაოდ რთული პროცედურა იქნება და ჯამში 75 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ ღონისძიების ფარგლებში.

" ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურად იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვით დასაქმებულად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არცერთ ოფიციალურ ბაზებში და არც წყაროებში არ აღირიცხებიან, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ სოციალური დახმარების სამსახურის მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, დახმარება გაუწიოს ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც მათი იდენტიფიცირება მოხდება. ამ ღონისძიების ფარგლებში 75 მილიონი ლარი დაიხარჯება", - განაცხადა გახარიამ. . 









ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics