|
2020-04-21 17:57:28, 2961 ნახვა
მსოფლიო
„გლობალური ანგარიში სასურსათო კრიზისის შესახებ“ - COVID-19 სასურსათო რისკების წინაშე აყენებს მოწყვლად ქვეყნებს
ევროკავშირისა და ორგანიზაციები - FAO, OCHA , UNICEF , USAID და WFP - ერთობლივი განცხადებას აქვეყნებენ. დღეს, გაეროს, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც უკიდურესი შიმშილის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობს, ახალი წლიური გამოცემა „გლობალური ანგარიში სასურსათო კრიზისის შესახებ“ გამოსცა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ბოლოს, 135 მილიონი ადამიანი 55 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით, სურსათის მწვავე უკმარისობის საფრთხის წინაშე იდგა. დამატებით, 2019 წელს, სასურსათო კრიზისის მქონე 55 ქვეყნაში, რომლებიც მიმოხილულია ანგარიშში, 75 მილიონ ბავშვს განვითარების ჩამორჩენა ჰქონდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 17 მილიონს - წონის დეფიციტი. 2017 წელს ანგარიშის პირველი გამოცემის შემდეგ, ეს გახლავთ მწვავე სასურსათო საფრთხისა და არასრულფასოვანი კვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც „გლობალურმა ქსელმა“ დააფიქსირა. გარდა ამისა, 2019 წელს, 183 მილიონი ადამიანი კლასიფიცირდა, როგორც ,,სტრესულ მდგომარეობაში მყოფი’’ (IPC/CH, ფაზა 2) - მწვავე შიმშილის ზღვარზე და კრიზისის დადგომის რისკის წინაშე ან უარეს მდგომარეობაში ((IPC/CH ფაზა 3 ან ზემოთ), თუ ისინი აღმოჩნდებიან ძლიერი შოკის ან სტრეს ფაქტორის წინაშე, მაგ. როგორიცაა COVID-19-ის პანდემია. ანგარიში შეეხო 135 მილიონ ადამიანს, რომელთაგან ნახევარი (73 მილიონი) ცხოვრობს აფრიკაში; 43 მილიონი შუა აღმოსავლეთსა და აზიაში; 18.5 მილიონი ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე. ანგარიშში შესწავლილი ტენდენციების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორებია: კონფლიქტი (მთავარი ფაქტორი, რამაც 77 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო კრიზისის წინაშე დააყენა), ექსტრემალური კლიმატური მდგომარეობა (34 მილიონი ადამიანი) და ეკონომიკური არასტაბილურობა (24 მილიონი).
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)