|
2020-04-18 21:11:22, 2729 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა სირცხვილია ონლაინ აქციას მართავს - პირდაპირი
მოძრაობა სირცხვილია ონლაინ აქციას მართავს. მოქალაქეები აპროტესტებენ პრივილეგიებს, რომლებიც ხელისუფლებამ საპატრიარქოს მისცა და შედეგად, კორონავირუსის ეპიდემიისას, ეკლესიებში ხალხმრავლობა დაიგეგმა. აქცია ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით მიმდინარეობს. აქტივისტები ამბობენ, რომ აპროტესტებენ ყველაფერს, რაც სირცხვილია. "დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, პროტესტი საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გამოვხატოთ. მაგრამ ჩვენ არც არასდროს გვითხოვია უფლება თავისუფლებისთვის. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, საპატრიარქომ უარი თქვა მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლიც დაესწრება." - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)