|
2015-08-13 20:38:58, 380 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „კაბელების საქმეზე“, მთავარია, რას იტყვის სასამართლო
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის აზრით, ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულები თანამდებობებზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა აღედგინათ. - ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „იუსტიციის სამინისტროში არის ასეთი წესი, ჩემი მმართველობის პირობებში, როდესაც ჩემი თანამშრომელი არის ან ბრალდებული, ან მსჯავრდებული, ის არის დროებით გათავისუფლებული თანამდებობიდან და ჩვენ ყველა ერთად ველოდებით ხოლმე სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის „კაბელების საქმეზე“, მთავარია, რას იტყვის სასამართლო და ჩემთვის ეს იქნებოდა ერთადერთი საფუძველი მათი თანამდებობაზე აღდგენის ან არაღდგენის“ - განაცხადა წულუკიანმა. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „კაბელების საქმეში“ ბრალდებულების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. მისი თქმით, სამსახურში აღადგინეს ის ადამიანები, რომლებსაც უფლებამოსილება პატიმრობის გამო ჰქონდათ შეჩერებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)