03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 13:12:18, 1514 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ვეღარ მართავს პროცესებს, პირიქით, პროცესი მართავს დღეს ხელისუფლებას

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ვეღარ მართავს პროცესებს, პირიქით პროცესი მართავს დღეს ხელისუფლებას.

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სპონტანური და გაუაზრებელი ქმედებების მსხვერპლია, რადგან სახელმწიფო პილატე პონტოელის მსგავსად პასუხისმგებლობას გაურბის.

ვაშაძის თქმით მმართველ გუნდს არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა და ხელისუფლების შენარჩუნების მძაფრი ინტერესი ამოძრავებს

„პირველი, რომ პროცესი მართავს ხელისუფლებას და არა ხელისუფლება მართავს პროცესს.  მეორე - სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ სპონტანური გადაწყვეტილებების მსხვერპლი თითოეული საქართველოს მოქალაქე, მესამე-ხელისუფლებამ პილატე პონტოელის მსგავსად პასუხისმგებლობა ხალხს გადააკისრა სააღდგომო რიტურგიასთან დაკავშირებით და მეოთხე, რომ ახლა რაღაცნაირად უნდა ისევ და ისევ პოლიტიკური სარგებელი მიიღოს ამ ყველაფრისგან და აჩვენებს თითქოს რამეს აკეთებს.

ეს არის აბსოლიტურად გაუაზრებელი ქმედებები, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ დღეს საქართველო. არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მძაფრი ინტერესი ხელისუფლების შენარჩუნების - მეტი არაფერი არ ამოძრავებს ამ ადამიანებს სამწუხაროდ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics