16:00 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 18:30:23, 1774 ნახვა

რეგიონი
ქვემო ბოლნისის შემდეგ მუნიციპალიტეტში სოფელი სავანეთი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული 20 შემთხვევიდან, 2 სოფელ სავანეთის მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ. ამ დროისთვის პირველადი ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომანდაციით, სოფელი სავანეთი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. ჩაკეტილი სოფლის მისადგომები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოინახულეს.

„ბოლნისში დადასტურებული COVID 19-ის შემთხვევებიდან 2 სოფელ სავანეთს უკავშირდება, ჯერ-ჯერობით პირველადი წყარო უცნობია, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით ქვემო ბოლნისის მსგავსად სოფელი სავანეთიც დროებით ჩაიკეთა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფლის საზღვრებთან მოეწყო ბლოგპოსტები და სამართალდამცველები სიტუაციას აქტიურად გააკონტროლებენ. სავანეთსა და მის მიმდებარე სოფლებში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება შეფერხების გარეშე განხორციელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საჭიროებებს დროულად დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics