15:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 16:02:06, 1351 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი - ვხელმძღვანელობთ გარკვეული კრიტერიუმებით საგანგებო რეისებზე საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების კუთხით

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგანგებო რეისებით სამშობლოში დაბრუნება, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ხდება.

მისი თქმით, სახელმწიფოს დანიშნული რეისით პირველ რიგში ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს, პირები მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, ორსულები, ხანდაზმულები, ოჯახები მცირე წლოვანი ბავშვებით, სტიპენდია შეჩერებული სტუდენტები, თავშესაფრის გარეშე დარცენილი პირები და პირები, რომლებიც პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე დარჩნენ დროებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში.

„გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობდით გარკვეული კრიტერიუმებით საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების კუთხით.

 ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა გაგრძელდება მომავალშიც და გარკვეული უპირატესობა მიენიჭება პირველ რიგში იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს და ასევე დაწესებული შეზღუდვის გამო ვერ შეძლეს უკან დაბრუნება, ასევე ჯანმრთელობის მძიმე მდგომაერობის მქონე პირებს, ორსულ ქალბატონებს, ხანდაზმულებს, ოჯახებს მცირე წლოვანი ბავშვებით, სტუდენტებს ვისაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება, პირებს, რომლებიც  ადგილსამყოფელ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების გამო დარჩნენ თავშესაფრის და პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე და ასევე პირებს, რომლებიც პირად საკუთრებაში ან საქართველოში ჩამოსაყვანად შეძენილი არსებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებით მიემგზავრებოდნენ და სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას.

 ეს არის ის კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისას და ეს კრიტერიუმები იქნება ასევე მომავალშიც დარჩენილ გამოცხადებულ ფრენებზე სახელმძღვანელოდ“, - განაცხადა ზალკალიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics