03:15 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 15:40:21, 2463 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - უსაფრთხოებისთვის აუცილებელი წესების დაცვის შემთხვევაში სავარაუდოდ, მაისიდან ეტაპობრივად შევძლებთ შეზღუდვების მოხსნას

უსაფრთხოებისთვის აუცილებელი წესების დაცვის შემთხვევაში სავარაუდოდ, მაისიდან ეტაპობრივად შევძლებთ შეზღუდვების მოხსნას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში ქვეყანა მალე დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.

„რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, რაც უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ ახლა უსაფრთხოებისთვის აუცილებელ შეზღუდვებზე, ეს არის წინაპირობა იმის, რომ მით უფრო მალე დავუბრუნდებით ჩვენ, ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება განუხრელად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ მაისიდან უკვე დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური და მიმდინარე მონაცემები გვაძლევენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics