|
2020-04-10 13:56:41, 1281 ნახვა
საზოგადოება
მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური საგუშაგოებზე არსებულ ვითარებას გაეცნო
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური საკონტროლო გამშვები პუნქტების გეგმიურ შემოვლას ყოველდღიურად ახორციელებს. პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა დღეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილი ის საგუშაგოები მოინახულა, რომელსაც მეოთხე მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა შსს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს. ბრიგადის მეთაური სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ერთ-ერთ საგუშაგოზე ცვლის გადაბარების პროცესსაც დაესწრო. საკონტროლო გამშვები პუნქტების მონახულებამდე მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური მარნეულის საავიაციო ბაზაზე მდებარე მართვის ცენტრში მივიდა, სადაც COVID19-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე, საგუშაგოებზე არსებულ მდგომარეობაზე, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობაზე, ასევე, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამხედრო სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეულ ყოველდღიურ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი მუშაობის შედეგად 22 მარტიდან დღემდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სადეზინფექციო ხსნარით 211 726 სატრანსპორტო საშუალება დაამუშავეს, სამხედრო ექიმებმა კი, თერმოსკრინინგი 459 979 მოქალაქეს ჩაუტარეს. მეოთხე მექანიზებული ბრიგადა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში 21 მარტიდან არის ჩართული. ამჟამად ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შსს წარმომადგენლებთან ერთად 12 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობენ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)