23:04 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 11:07:26, 1297 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის

სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება.

„დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.

თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics