|
2020-04-06 17:56:46, 1369 ნახვა
საზოგადოება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი - შემოსავლების სამსახურმა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ უკანონო სპონსორობის გამო, სანქციები უნდა გაატაროს
მიუხედავად კანონით აკრძალვისა, თამბაქოს ინდუსტრია, „მღვრიე წყალში თევზის დაჭერის“ პრინციპით მოქმედებს, შექმნილი ვითარებით სარგებლობს და თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების პოპულარიზაციას ეწევა. ამის შესახებ განცხადებას თამბაქოს კორნტროლის ალიანსი აქვეყნებს. „დასანანია, რომ მათ ამ მცდელობას ხელს არ უშლის ხელისუფლება, მეტიც, მთავრობის ეგიდით სპეციალურად შექმნილ StopCoV.ge - ზე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალშია იაპონური თამბაქოს კომპანია (JTI), ფილიპ მორისი (PMI) და ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანია (BAT). ბრიტანულ - ამერიკული თამბაქოს კომპანიის წარმომადგენელი კი, მედია საშაულებების, ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურების და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს პირადად ურიგებს დამცავ ნიღაბებს და მათთან ერთად გადაღებული ფოტოებით სოციალურ ქსელებში, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კეკლუცობს, რადგან, თურმე მძიმე ვითარებაში „ეხმარება“ სპეციფიკურ ჯგუფებს. 2018 წლის 1 მაისიდან, თამბაქოს კონტროლის კანონით აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია. შესაბამისად, მათ სამართლებრივად არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ამ ე.წ. ქველმოქმედებას იყენებენ თავიანთი კომპანიების პოპულარიზაციისათვის და პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად. თანაც ეს ხდება მათ მიერ შექმნილ დრამატულ ფონზე, - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, თამბაქოს კომპანიები თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით, საქართველოში ყოველდღე 30 ადამიანს კლავენ, მათგან 8 არამწეველი და ერთი ბავშვია. თამბაქოს ინდუსტრია აღნიშნული ქმედებებით ცდილობს წინაპირობა შექმნას მშვიდობიან პერიოდში ახალი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მხარდაჭერების წარმატებით მოსაპოვებლად. ამას ცდილობდნენ კორონავირუსის პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტში. საერთაშორისო კომპანიებს ადგილობრივებიც არ ჩამორჩებიან და წარმატებით განაგრძობენ თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების მცდელობას, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი ნაწილის მოწამვლას გამოიწვევს. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჯანსაღ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათი ვებ - გვერდიდან აიღებს თამბაქოს ინდუსტრიის ლოგოებს, ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის შემქმნელ ამ ე.წ. ბიზნესს, კორონასთან საბრძოლველად შეტანილი თანხებით საშუალებას არ მისცემს, იყიდონ მათ მიმართ ლოიალობა. დღეს კორონასთან ბრძოლის ხაზი ასევე გადის თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის ხაზზე, რადგან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის (სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, ვაპოვაიზერი, აიქოსი, ჩილიმი და ა.შ. ) მოხმარება ზრდის ვირუსის ზემოქმედების სავალალო შედეგებს მწეველებში. შემოსავლების სამსახურს აღნიშნულ დარღვევებზე კანონით გათვალისწინებული სანქციების გასატარებლად მივმართავთ“, - განაცხადეს თამაქოს კონტროლის ალიანსში.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)