23:03 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 17:48:10, 1339 ნახვა

საზოგადოება
საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ

ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს.

სამწყობრო მოედანზე საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები რეგიონში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე ინაცვლებენ. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით მოქალაქეების გადაადგილების კონტროლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

ბრიგადის პირადი შემადგენლობა გორის შესასვლელებთან 5 საკონტროლო გამშვებ პუნქტზეა მობილიზებული. ხუთივე საგუშაგოსთან საველე სამედიცინო პუნქტებია მოწყობილი, სადაც I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ექიმები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. დღის განმავლობაში ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მედპერსონალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და აღმოსავლეთის სარდლობის მართვის ცენტრს ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის. თერმოსკრინინგის გავლამდე მოქალაქეებისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, რათა არ დაირღვეს 2-მეტრიანი დისტანცია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო პუნქტებთან დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო სისტემების დახმარებით იღებენ. ადგილზე განთავსებულია საინფორმაციო ბანერებიც. პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ავტომანქანას სპეციალური ხსნარებით დეზინფექციას უტარებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics