23:04 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 17:02:24, 1304 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ ოჯახებს ნობათები გადაეცა

ვარკეთილსა და დიდ დიღომში მდებარე სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ 64 ოჯახს ნობათები გადაეცა. ვარკეთილის სოციალურ საცხოვრისში თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„სოციალურ საცხოვრისებში დღეს 64 ოჯახზე გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტი მოვიტანეთ, რომელიც დაახლოებით, ერთი თვის მარაგია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია Ai Group-ს, რომელიც გვერდში გვიდგას და მათი დახმარებით, სხვადასხვა სოციალურ საცხოვრისში არამალფუჭებად პროდუქტებს  ვარიგებთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

გასულ კვირას კომპანია Ai Group-მა ნობათი ორხევის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს გადასცა. მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საგნებს მოიცავს.

თბილისის მერია სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics