23:56 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 11:30:10, 2097 ნახვა

საზოგადოება
ხუნდაძე - თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები დარჩეს ტკბილ მოგონებად, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა კრიზისული ფაზისთვის მზად უნდა ვიყოთ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზეც განიხილება, რათა ვიცოდეთ, რამდენად არის შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემა მზად.

„პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სწორად უნდა გავიაროთ ისევე, როგორც სწორად გავიარეთ შეკავების ფაზა. ასევე პრეკრიზისული ფაზაც რომ სწორად გავიაროთ ამის მზაობა არსებობს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის, როდესაც ყველაზე მეტი დაწოლა წამოვა ჯანდაცვის სექტორზე, ანუ წინა ხაზს უკვე დაიკავებენ სრულად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები. ამიტომ, დღეს ჩვენ სხდომაზე გვექნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ჯანდაცვის სექტორის რევიზია, რამდენად არის მზად. ასევე შევეხმიანო მოქალაქეებს, რომ დაიცვან წესები, რეკომენდაციები, ფიზიკური დაშორება და ჰიგიენის წესები. თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები იყოს ტკბილ მოგონებად, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია. ეპიდემიოლოგიური ვითარება სადაც როგორ განვითარდება იქნება შესაბამისი რეგულაციები შემოტანილი. ხედავთ, რომ ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრობას, არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ მრწამსს, არც გვარიშვილობას. ასე რომ, ყველას გვჭირდება სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics