19:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 11:24:56, 1184 ნახვა

კომენტარი
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ტაძრების წინამძღვრებს სამი ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, ტაძრების წინამძღვრებს სამი ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს.

მისი თქმით, კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. ასევე, აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები და უნდა მოხდეს ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა.

„დღეს ამ სმს შეტყობინებას მიიღებენ ტაძრების წინამძღვრები.

გეძლევათ სამი რეკომენდაცია:

პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, - წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics