|
2020-03-31 15:08:09, 1229 ნახვა
საზოგადოება
EMEA Finance-მა „თიბისი“ საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა
„თიბისიმ“ საერთაშორისო ფინანსური ჟურნალისგან, EMEA Finance სამი ჯილდო მიიღო. გამოცემამ თიბისი ზედიზედ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. გარდა ამისა, EMEA Finance-სგან თიბისიმ კიდევ 2 კატეგორიაში მოიპოვა აღიარება და საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა როგორც საინვესტიციო, ისე პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით. თიბისის შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი, ფინანსურმა გამოცემამ 2019 წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიად აღიარა ქვეყანაში. „ჩვენთვის დიდი პატივია EMEA Finance -ისგან რამდენიმე ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორც თიბისის წამყვან პოზიციას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, ისე ჩვენი გუნდის განსაკუთრებულ მიღწევებს პერსონალური, საინვესტიციო და საბროკერო საქმიანობის მიმართულებით", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „ვულოცავთ თიბისის ამ აღიარებას. კომპანია აგრძელებს მუდმივ განვითარებას და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას", - განაცხადა EMEA Finance -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტოფერ მურმა. EMEA Finance წამყვანი ფინანსურ გამოცემაა ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ჟურნალი 2008 წლიდან გამოდის და ის ინფორმაციის სანდრო წყაროს წარმოადგენს ფინანსურ და კორპორატიულ სექტორში დასაქმებული აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)