17:53 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-19 19:42:09, 390 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები რუსეთის სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზიანს აყენებს ქვეყანას, თუმცა, მისი თქმით, მათ "კრიტიკული შედეგები არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ".

პუტინმა ამის შესახებ სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ეკონომიკურ ტემპებზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის გარე ზეწოლა და [უკრაინის] ტერორისტული თავდასხმები სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. რა თქმა უნდა, ასეთი თავდასხმების შედეგები კრიტიკული არ არის, არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს. თუმცა, ისინი, რა თქმა უნდა, ზიანს გვაყენებს - ეს აშკარაა" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics