|
2026-06-02 10:43:41, 8582 ნახვა
კულტურა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია
მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“ ერთგული მხარდამჭერია თიბისი. ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას. კინოპრემია „ელისოს“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდებიან.
ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან - ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა,გიორგი შველიძე, ლეა გლობი - გამოავლინა 2026 წლის ნომინანტები: საუკეთესო ფილმი:
საუკეთესო რეჟისორი:
საუკეთესო ოპერატორი:
საუკეთესო მონტაჟი:
საუკეთესო კინომუსიკა:
საუკეთესო მსახიობი:
დაჯილდოების ცერემონიაზე „ნატო ვაჩნაძის ფონდი“, ასევე დაასახელებს 2026 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით წელს დაემატა საუკეთესო კინომუსიკის (ორიგინალური მუსიკა) ნომინაცია. თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)