13:41 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-14 21:59:19, 498 ნახვა

რეგიონი
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა

ნოვოროსიისკის პორტში დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად თურქეთმა აგვისტოში რუსული „ურალის“ ნავთობის არც ერთი ტვირთი არ შეიძინა, იტყობინება „როიტერი“ ტრეიდერებსა და LSEG-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ივლისში თურქეთის ბაზარზე რუსეთის შავი ზღვის პორტების გავლით 300 000 ტონა ნავთობი გაიგზავნა - ივნისში გაგზავნილი რაოდენობის ნახევარი (600 000 ტონა). აგვისტოში ექსპორტი შესაძლოა 200 000 ტონამდე შემცირდეს. ამ თვეში ყველა გადაზიდვა ყაზახური „KEBCO“-ს კლასისა იყო, რომელიც ნოვოროსიისკში „შესხარისის“ ნავთობტერმინალის გავლით იქნა ექსპორტირებული.

საერთო ჯამში, თურქეთმა გასულ თვეში რუსული პორტების გავლით 900 000 ტონა ნედლი ნავთობი შეიძინა, სადაც ანკარა ყაზახურ „CPC Blend“-სა და „KEBCO“-ს კლასის ნავთობს, ასევე რუსულ „ურალს“ ყიდულობს. ივნისთან შედარებით, გადაზიდვები ერთი მეოთხედით, ანუ 300 000 ტონით შემცირდა.

როიტერს წყაროების ცნობით, რუსული და ყაზახური ნავთობის ნაცვლად, თურქი იმპორტიორები ბრაზილიიდან და გაიანადან შესყიდვებს ზრდიან. მათი თქმით, ურალის ნავთობის თურქეთში მიწოდება ამჟამად აგვისტოში არ არის დაგეგმილი, თუმცა ეს შესაძლოა თვის მეორე ნახევარში შეიცვალოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics