|
2026-08-08 17:16:57, 675 ნახვა
ევროპის ამბები
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, მალე დასრულდება თუ არა უკრაინაში კონფლიქტი და შიშობს, რომ ზამთარი, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის, რთული იქნება. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ვუჩიჩმა ეს განცხადება ბელგრადში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სერბეთის ლიდერის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის სერბეთს, სურს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება. „მაგრამ თუ პოლიტიკურ ვეტერანს მკითხავთ, გეტყვით, რომ დარწმუნებული არ ვარ. ძალიან მეშინია, რომ ზამთარი ძალიან რთული გვექნება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის“, - თქვა ვუჩიჩმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის სწრაფად დასრულების იმედი აქვს, მაგრამ ჯერ ვერ ხედავს ამისკენ მიმავალ გზას. „მაგრამ მე ვერ ვხედავ ამის განხორციელების გზას“, - დასძინა სერბეთის პრეზიდენტმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)