|
2026-08-12 13:11:30, 466 ნახვა
საზოგადოება
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
სასკოლო ფორმების ნაწილი საქართველოშია, ამის შესახებ ინფორმაციას შპს საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე ქვეყანაში პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ფორმების რაოდენობა ჩამოვიდა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე, პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბირს ჩათვლით პირვეკლასელების ფორმები გაიყიდება, შემდეგ კი ორ ეტაპად 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს მიიღებენ II-VI კლასელებისთვის განკუთვნილ ფორმებს. "სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში. პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ქართული ოცნების განათლების რეფორმით, საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)