|
2026-08-07 12:57:59, 543 ნახვა
ეკონომიკა
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალური პოსტერი სხვა ბიზნესის ფასდაკლების კუპონებით, იღებ კუპონს და მიემართები სხვა ადგილისკენ, სადაც ახალი ფასდაკლება დაგხვდება და ასე იკვრება ჯაჭვი. Sio Print-ის გამორჩეული პრინტებისა და ილუსტრაციების შემდეგ ფუნთუშებისა და ორცხობილების საკონდიტრო Lunatic-ისკენ მიდიხარ, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროსა და მრავალფეროვან, ხელნაკეთ დესერტებს სთავაზობს. Lunatic-ის თანადამფუძნებელი, ია ძაგანია, გვიყვება, თუ რატომ გადაწყვიტა, პროექტში მონაწილეობა: "ლუნატიკი შევქმენით იდეით, რომ ადამიანებისთვის მხოლოდ დესერტები კი არა, გამორჩეული გამოცდილებაც შეგვეთავაზებინა. თავიდანვე ჩვენი მთავარი ღირებულებები იყო ხარისხი, კრეატიულობა და მუდმივი განვითარება. ამ პროექტში ჩართვაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვჯერა, მცირე ბიზნესების ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი თანამშრომლობები ყველას აძლევს ზრდისა და საკუთარი ისტორიის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების შესაძლებლობას." Lunatic-დან Wine Square-შიLunatic-იდან წამოღებული ფასდაკლების კუპონი Wine Square-თან მიგიყვანს, რომელიც თბილისის ისტორიულ გულში, გუდიაშვილის მოედანზე, მდებარეობს, სადაც ძველი ქალაქის არქიტექტურა, დახვეწილი ინტერიერი და მყუდრო გარემო ავთენტურ ატმოსფეროს ქმნის. Wine Square-ში 300-ზე მეტი დასახელების ღვინო და უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები გელოდება. როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი, ლუკა ბულაური, ამბობს მცირე ბიზნესის ჯაჭვში ჩართვა მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო: "მცირე ბიზნესებისთვის აუდიტორიის გაფართოება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა მუდმივი გამოწვევაა, ამიტომ ამ ინიციატივაში მონაწილეობა ჩვენთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო, მეტი ხილვადობისა და განვითარებისთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესებს აძლევს საჭირო პლატფორმას, მასშტაბს და დამატებით რესურსს, რომ თავიანთი ხმა უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ და რეალური სარგებელი მიიღონ." ჩაერთეთ ჯაჭვშიპროექტის პირველი ჯაჭვი ასე გამოიყურება გამოიყურება: Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut თუ მცირე ბიზნესი გაქვთ და გინდათ, რომ თქვენს სივრცეში ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ, გაზარდოთ ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუჭიროთ მხარი, შემოუერთდით პროექტს. მონაწილეობისთვის სულ ორი რამ დაგჭირდებათ: ფიზიკური სივრცე, სადაც მომხმარებელს მასპინძლობთ და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად. ინფორმაციისთვის,, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც სალარო აპარატის ფუნქციასაც ითავსებს და ამასთან, საბარათე გადახდების მიღებას 0%-იანი საკომისიოთი შეძლებთ - გაიგეთ მეტი. პროცესი მარტივია:
ინიციატივა ქალაქში მცირე ბიზნესების ახალ მარშრუტს ქმნის და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერთად განვითარება უფრო მარტივია. ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს, მომდევნო სტატიებში სხვა საინტერესო ადგილებსაც გაგაცნობთ. კამპანიაში ჩართული ბიზნესების სრული სიის სანახავად შეგიძლია მუდმივად განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)