|
2026-08-03 19:44:54, 1635 ნახვა
სპორტი
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
თბილისის „იბერია“ ჯერ კიდევ თბილისშია, დიდი ბრიტანეთის ვიზების მოლოდინშია და ამის გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში „ლარნესთან“ სათამაშოდ გამგზავრებას ვერ ახერხებს, – ინფორმაცია კლუბში დაგვიდასტურეს. საქართველოს ჩემპიონის ადმინისტრაციამ ჩარტერული რეისი დაჯავშნა. გუნდი უკვე ჩრდილოეთ ირლანდიაში უნდა ყოფილიყო და მატჩისწინა ვარჯიში გაემართა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი სავიზო პრობლემები შეექმნა და ამ დრომდე ელოდება, რომ სრული შემადგენლობით გაემგზავროს. ხვალ, თბილისური კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ადგილობრივ "ლარნეს" უნდა შეხვდეს. თუკი, საკითხი ვერ გადაიჭრება, მაშინ სტუმრებს ტექნიკური წაგება ჩაეწერებათ: 0:3. ამდენად 11 აგვისტოს საპასუხო მატჩის წინ უპირატესობას "ლარნე" მოიპოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)