|
2026-05-18 10:51:03, 9079 ნახვა
კულტურა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას. 27 მაისს, თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის - ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ კონცერტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას. სხვადასხვა თაობის მუსიკოსები, რომელთა რეპერტუარში ინოლას შემოქმედება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, საღამოზე ინოლას სიმღერებს გააჟღერებენ: ია შუღლიაშვილი, დათო შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ინოლა გურგულიას ოჯახთან ერთად, ინოლას უნიკალური 100 საარქივო აუდიოჩანაწერი, ლიმიტირებული რაოდენობის ვინილების ნაკრებად გაერთიანდა. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. სწორედ აღნიშნული ალბომებიდან მოისმენენ სტუმრები სიმღერებს ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტზე. კონცერტი გაიმართება 27 მაისს, 20:00 საათზე. თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები, ბილეთის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ. *კონცერტის სტუმრებისთვის, ვინილების ნაკრების შეძენა ადგილზე შესაძლებელი იქნება 15%-იანი ფასდაკლებით თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)