|
2026-08-07 10:56:34, 242 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანს, რომელმაც არასრულწლოვანთა ფოტოსურათები დაამონტაჟა, მიანიჭა პორნოგრაფიული იერსახე ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა დაამზადა და საკუთარ მობილურ ტელეფონში შეინახა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, რაც გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, მის მიერ შექმნილ „ინსტაგრამის“ გვერდზე. ამასთან, ბრალდებული დაზარალებულის ოჯახისგან 10 000 ლარის გადახდას ითხოვდა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და საკუთარ მობილურ ტელეფონში შეინახა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, რაც გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, მის მიერ შექმნილ „ინსტაგრამის“ გვერდზე. ასევე, იმავე გვერდზე ბრალდებულმა განათავსა მოთხოვნა მისთვის 10 000 ლარის გადაცემის შესახებ. პარალელურად ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა შეტყობინება და მოსთხოვა 10 000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა პირების სიცოცხლის მოსპობით და ზემოთხსენებული სახელის გამტეხი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ცნობების კვლავ გავრცელებით იმუქრებოდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და 255-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა (გამოძალვა, ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვა, ფლობა, დამზადება და გავრცელება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)