|
2026-06-23 12:16:35, 11055 ნახვა
კულტურა
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 26-28 ივნისს, „სამეფო უბნის თეატრი“ ნიუ-იორკში, ჯერარდ ლინჩის ლეგენდარულ სცენაზე ჟან ჟენეს პიესა „მოახლეებს“ წარადგენს. „მოახლეები“ ლინჩის თეატრში საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი პროექტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ მაყურებელს თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს წარუდგენს. სპექტაკლი რეჟისორ ნიკა თავაძის დადგმაა, რომელშიც ქართველი თეატრის გამორჩეული მსახიობები - ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბარბარე დვალიშვილი მონაწილეობენ. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა და Emolas Corporation-მა 2026 წელს გრძელვადიანი პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა შემოქმედებითი პროექტები, რომლებიც ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავებასა და ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას ემსახურება. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შესთავაზოს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, გაამარტივოს საბანკო მომსახურებაზე წვდომა და ხელი შეუწყოს სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას. სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი ინიციატივების და დაგეგმილი აქციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გაწევრიანდით საქართველოს ბანკის Facebook ჯგუფში, რათა პირველებმა გაიგოთ საინტერესო სიახლეების შესახებ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)