15:26 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 15:52:40, 1048 ნახვა

მსოფლიო
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა

გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა.

„დაღუპულთა რიცხვმა დაახლოებით 40-ს მიაღწია, რომელთაგან 17 გადაიყვანეს გელენჯიკის, ტუაფსეს რაიონის და გორიაჩი კლიუჩის სამედიცინო დაწესებულებებში. ისინი იღებენ ყველა საჭირო დახმარებას“, - განაცხადა გუბერნატორმა კონდრატიევმა.

ჩინოვნიკის თქმით, თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ეხებოდა. მერმა ბოგოდისტოვმა დაწერა, რომ სოფელში შეიქმნა საგანგებო სიტუაციების რეაგირების ცენტრი: ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ხუთი ეკიპაჟი და კრასნოდარიდან კატასტროფების სამედიცინო ჯგუფი გამოიძახეს.

უკრაინულმა მონიტორინგის არხმა Supernova+-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დრონი გელენჯიკის სანაპიროზე ჩამოვარდა. არხის წარწერაში დაღუპულები არიან მოხსენიებული, ამიტომ სავარაუდოა, რომ ეს იგივე თავდასხმაა. ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics