00:55 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-12 12:42:26, 311 ნახვა

საზოგადოება
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის შედეგად მიყენებული ზარალი წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ დიდი იქნება.

"წუხელ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა აადიდა თელავში ხევები, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო. დავიწყეთ შესაბამისი ობიექტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, შემდგომში კიდევ დამატებითი საფრთხის საშიშროება შეიქმნა აგრარული ბაზრის მიმდებარედ - იქაც დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაციაა. უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილია გზაჯვარედინები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, დავიწყებთ მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს.

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი, მაგრამ ვიდრე მდინარე არ დაიკლებს და არ დავიწყებთ კონკრეტულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეფასებას, იქამდე ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია". - თქვა კალმახელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics