2026-07-02 10:24:53, 310 ნახვა
რეგიონი
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ზვარტნოცის აეროპორტში მას სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი განცხადებებს გააკეთებენ და მედიის შეკითხვებს უპასუხებენ.
გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოში იმყოფებოდა სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. თბილისში ვიზიტი დაგეგმილი არ არის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,