2026-06-26 13:07:14, 348 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
ვენესუელაში ზედიზედ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 235 ადამიანი დაიღუპა, 4300-ზე მეტი კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების პარალელურად 50 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
24 ივნისს ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრებმა ქვეყნის მასშტაბით ნგრევაც გამოიწვია, მათ შორის, დედაქალაქ კარაკასშიც.
25 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ქვეყნის დასახმარებლად "დაუყოვნებლივ გზავნის სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას".
ავტორი: ექსპრესნიუსი,