|
2026-06-25 12:55:46, 257 ნახვა
საზოგადოება
გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი - sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო
საქართველოს ბანკი მოსწავლეების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ერთობლივი ვიდეოკონკურსი დაიწყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი საფეხბურთო უნარები ფართო აუდიტორიას გაუზიარონ და მთავარი პრიზის - Sony PlayStation 5-ის მფლობელები გახდნენ. კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა გადმოწერონ GUPSPORT-ის აპლიკაცია, გაიარონ რეგისტრაცია, სრულად შეავსონ პროფილი და 15 ივლისის ჩათვლით ატვირთონ საფეხბურთო ვიდეო ჰეშთეგით #sCoolApp. კონკურსში მონაწილეობის მიღება 6-დან 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. მონაწილეებმა უნდა ატვირთონ ორიგინალური ვიდეო, რომელიც მათ მიერ არის გადაღებული და რეალურ საფეხბურთო მომენტებს ასახავს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ როგორც ვარჯიშისა და ტექნიკის ამსახველი კადრები, ისე თამაშის გამორჩეული ეპიზოდები - ეფექტური ფინტები, დრიბლინგები, შთამბეჭდავი გოლები თუ მეკარის დასამახსოვრებელი სეივები. ფინალისტების შერჩევისას ჟიური ვიდეოებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასებს, მათ შორის: საფეხბურთო უნარები, კრეატიულობა, ვიდეოში გადმოცემული ემოცია, გამარჯვების ჟინი და ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი. შესარჩევი პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიმართება. 16-20 ივლისს ჟიური ატვირთულ ვიდეოებს შეაფასებს და 10 ფინალისტს გამოავლენს. 21 ივლისიდან კი GUPSPORT-ის პლატფორმაზე ხმის მიცემა დაიწყება, სადაც გამარჯვებულს მომხმარებლები გამოავლენენ. დაჯილდოების ცერემონია 1 აგვისტოს გაიმართება, სადაც გამარჯვებულს მთავარი პრიზი, Sony PlayStation 5 გადაეცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში ჩასართავად ეწვიეთ GUPSPORT-ის აპლიკაციას. GUPSPORT არის სპორტის ტალანტების ქსელი - ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სპორტსმენებს კარიერულ განვითარებაში ეხმარება. ეს არის სივრცე, სადაც ტალანტების აღმოჩენა და შერჩევა მონაცემებზეა დაფუძნებული და არა გეოგრაფიულ საზღვრებზე ან პირად კონტაქტებზე. გაპსპორტზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი სპორტული პასპორტი - ვერიფიცირებული პროფილი, სადაც გროვდება მათი სტატისტიკა, ვიდეოები, განვითარების დინამიკა და მიღწევები. ამ ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია როგორც კონკრეტულ პროფესიონალებთან - სკაუტებთან, აგენტებთან და კლუბებთან, ისე უფრო ფართო აუდიტორიასთან, მათ შორის გულშემატკივრებთან.
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)