|
2026-06-17 11:12:22, 262 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიამ“ ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური აამოქმედა. პროექტის ფარგლებში, 6.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სადგურები კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსდა. პროექტის ჯამური ღირებულება 12.2 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 10 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. სადგურების მონტაჟი 2025 წელს დაიწყო, 2026 წელს კი ექსპლოატაციაში ეტაპობრივად შევიდა. პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა. მზის ელექტროსადგურები ჩართულია ელექტროენერგეტიკულ ქსელში და გაქირავებულია კომპანიებზე, რაც კერძო სექტორს ელექტროენერგიის ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს. პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდას. „მოხარულები ვართ, რომ „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა, რომელიც საქართველოში სუფთა ენერგიის წარმოების ზრდას უწყობს ხელს. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია - ენერგეტიკის დაფინანსებაში 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ, ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 2 100 მეგავატ სიმძლავრეს მოიცავს, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების დაახლოებით 45%-ს შეადგენს. ამ დროისთვის 800 მგვტ-ის პროექტებს ვამუშავებთ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ განახლებად რესურსებზე - ქარსა და მზის ენერგიაზე მოდის ”,- მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი. „ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება განახლებადი ენერგიის როლი. ჩვენთვის მზის ენერგეტიკაში ინვესტირება ახალი მიმართულება არ არის - მანამდე განხორციელებული მცირე პროექტების წარმატებულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო მასშტაბური ინვესტიცია განგვეხორციელებინა. მოხარულები ვართ, რომ ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური წარმატებით ავამოქმედეთ. ამ მიმართულებით განვითარებას ვაგრძელებთ და უკვე ვმუშაობთ ახალ, 50 მეგავატიან პროექტზე, რომელიც ქუთაისთან ახლოს განთავსდება“, - გოდერძი მამალაძე, „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიას“ დირექტორი.
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)