00:42 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-14 21:04:50, 931 ნახვა

მსოფლიო
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ

14 მაისს რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ კომბინირებულ სარაკეტო იერიშს, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის 12 წლის ბავშვი. დაშავდა 44 ადამიანი. მაშველები ნანგრევებში 20 ადამიანს ეძებენ.

კიევის დარნიცკის რაიონში იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ჩამონგრეულია 18 ბინა. მაშველებმა ამ შენობიდან 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა მეტი ადამიანი იყოს.

რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში 14 მაისის ღამეს მიიტანა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 13-14 მაისს რუსეთმა უკრაინისკენ 1567 დრონი და 56 რაკეტა გაუშვა. მისივე ცნობით, მოიგერიეს დრონების 94% და რაკეტების 73%. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დაავალა წარუდგინონ რუსეთის იერიშებზე შესაძლო საპასუხო მოქმედებების ვარიანტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics