2026-05-10 11:03:01, 1233 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
წუხელ მთის ამბების დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ თავს დაესხნენ - დაზიანებული აქვს სახე.
მთივლიშვილის ცნობით, თავდასხმა გადაცემის ღია სივრცე დასრულების შემდეგ მოხდა.
"ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, ქართული ოცნების მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!" - წერს მთივლიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,