14:19 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-10 22:10:33, 733 ნახვა

საზოგადოება
გაფართოებული კრების დეტალები

"საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს პატრიარქი" - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დააზუსტა ზოგიერთი დეტალი გაფართოებული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით.

  • მამა ანდრიას ცნობით, სამების ტაძარში გამართულ კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც შედგენილია მართვა გამგეობის დებულების მიხედვით;
  • მისივე თქმით, შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან, 12:00 საათზე მოხდება სტუმრების, დელეგატების მიღება და ამ დროისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მიბრძანდებიან ტაძარში;
  • რაც შეეხება სხდომის გაშუქებას - მამა ანდრიას განცხადებით, მკაცრად შეიზღუდება მობილურით სარგებლობა, ნაწილობრივ იქნება გაშუქებული პირველი არხის საშუალებით ღონისძიება, ხოლო თუ საჭირო იქნება კადრებს თვითონ საპატრიარქო გაავრცელებს. კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო ხმის დათვლა იქნება ფარული, რის შემდეგაც საბოლოო შედეგსაც საზოგადოება იხილავს პირდაპირ ეთერში;
  • მამა ანდრიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მანქანებით მისვლა ტაძრამდე შეიზღუდება და შესაძლებელი იქნება ფეხით ახვლედიანის ქუჩიდან და ავლაბრიდან.
  • მისივე თქმით, ბიულეტენზე სამი კანდიდატი იქნება დაბეჭდილი, რომელსაც ამომრჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი მოთავსდება კონვერტში და საარჩევნო ყუთში;
  • კრებაზე თავს მოიყრის 1 200-მდე დელეგატი; 
  • მამა ანდრიას განმარტებით, ასევე განსაზღვრულია სხდომაზე სიტყვით გამომსვლელთა რეგლამენტი.  სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი, ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში, ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას;
  • მამა ანდრიას თქმით, კრების შედეგს გამოაცხადებს მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტი ანანია.

გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის ვინაობას გავიგებთ 11 მაისს, 13:00 საათზე ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics