13:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 16:03:01, 1622 ნახვა

ეკონომიკა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO

21–24 მაისს, Expo Georgia-ში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა - Tbilisi Art Fair 2026 გაიმართება.  ღონისძიება SOLO- მხარდაჭერით და Expo Georgia- ორგანიზებით იმართება.

გამოფენა-გაყიდვა წელს უკვე მეხუთედ ტარდება და აერთიანებს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და ხელოვნების მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

TAF 2026-ზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო 35 გალერეა და კურატორული პლატფორმა, ხოლო დამოუკიდებელი არტისტების სექცია The Hive გააერთიანებს 42 არტისტს - მათ შორის 31 ქართველსა და 11 საერთაშორისო მონაწილეს, 8 ქვეყნიდან. მონაწილე საერთაშორისო არტისტებსა და გალერეებს შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები. 

პლატფორმა მიზნად ისახავს ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერას, მათი ხმის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც ხელს უწყობს ქართული ხელოვნების წარმომადგენლების გლობალურ ინტეგრაციას.

გამოფენებთან ერთად, ვიზიტორებს მრავალფეროვანი პროგრამა ელით, რომელიც თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამა მოიცავს:

  • პერფორმანსებს
  • ვორქშოპებს
  • SOLO X TAF TALKS-ს
  • SOLO X TAF KIDS-ს
  • და სხვა აქტივობებს

ბაზრობა 21 მაისს, 17:00 საათზე გაიხსნება.

სამუშაო საათები:

21 მაისი - 17:00 - 21:00

22–24 მაისი - 12:00 - 20:00

დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics