01:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-14 15:08:23, 358 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს

ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, სალომე სამადაშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დადებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა. სამადაშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ამ ფაქტზე დუმილითა და უმოქმედობით ანექსიას ხელს უწყობს.

"მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეგიონის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ რუსეთისგან საკუთარი დამოუკიდებლობა განამტკიცოს და თავისი ეროვნული ინტერესები დაიცვას, რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველა ეროვნულ ინტერესს რუსეთის სასარგებლოდ თმობს, არის საქართველო და მისი დღევანდელი მმართველი რეჟიმი. მიმდინარე ანექსიის პროცესი, რომელიც გუშინ მოსკოვში კიდევ ერთხელ გაფორმდა, ამის კარგი მაგალითია. 

9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილ და 13 მაისს რატიფიცირებულ ხელშეკრულებას საქართველოს მმართველი რეჟიმი დღემდე არ გამოხმაურებია და ამ ფაქტზე არცერთი განცხადება არ გაუკეთებია [...] დღეს მათი ეს დუმილი რეალურად არის თანხმობა მიმდინარე ანექსიის პროცესზე და ანექსია სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით მიმდინარეობს". - თქვა სამადაშვილმა.

სამადაშვილი ივანიშვილის რეჟიმისგან ითხოვს, გამოაქვეყნონ,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინსტრუქცია გასცა თუ არა.

"ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს მივმართავ და მოვითხოვ: 

გამოაქვეყნეთ, 9 მაისის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რა ინსტრუქცია გასცა საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და წარმომადგენლობებზე. მაინტერესებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს შორის ერთი შეხვედრა მაინც თუ გაიმართა იმისთვის, რომ ანექსიის მიმდინარე ფაქტზე ევროკავშირის ქვეყნებისგან, აშშ-სგან და შესაბამისი ორგანიზაციებისგან რაიმე სახის რეაგირება მოხდეს. 

მოცემულ ვითარებაში მსგავსი დიპლომატიური მოქმედებისგან თავის შეკავება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა. დღეს ეს რეჟიმი, საკუთარი უმოქმედობით, საქართველოს ინტერესების საბოტაჟს ეწევა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს ხელს უწყობს. ამაზე რეჟიმს შესაბამისი პოლიტიკური და როცა ამის დრო მოვა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს". - ამბობს სამადაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics