2026-05-18 12:50:39, 237 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.
"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც, მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებს; გარდა ამისა, სააგენტო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ინფორმაციის დაზუსტებისთანავე, დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას." - წერია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,