03:07 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 17:44:43, 260 ნახვა

პოლიტიკა
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული კულტურული გამოცდილებების შექმნას განაგრძობს. 

სწორედ ამ მიზნით, SOLO-ს ინიციატივით შეიქმნა ვინილი “თაკარა” - ექსკლუზიური და ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც მხოლოდ 600 ეგზემპლარად გამოიცა და შესაძლებლობას აძლევს მსმენელს, სუხიშვილების ექსპერიმენტული სივრცის, თაკარას, უნიკალური ენერგია და ჟღერადობა საკუთარ სივრცეში გადაიტანოს.

ვინილი აერთიანებს ილიკო სუხიშვილისა და მისი გუნდის კომპოზიციებს იმ სახით, რომლითაც ისინი თაკარას სცენაზე გაჟღერდა. ალბომი სტუდია Leno Records-ში ჩაიწერა.

როგორც ილიკო სუხიშვილი აღნიშნავს, სცენაზე მუსიკა და მოძრაობა ერთმანეთისგან განუყოფელია, თაკარას შემთხვევაში მუსიკა ცეკვასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ბგერა-ბგერა იქმნება. სწორედ ამ პროცესის შედეგად იბადება ის განსაკუთრებული ენერგია, რიტმი და მუხტი, რომელიც წლების განმავლობაში თაკარას სცენის განუყოფელ ნაწილად იქცა.

SOLO-ს ინიციატივით შექმნილი ვინილი „თაკარა“ ამ ენერგიის მატერიალური გამოხატულებაა. ფირფიტაზე შვიდი მუსიკალური ჩანაწერია თავმოყრილი - შვიდი განსხვავებული წარმოდგენიდან, რომლებმაც თაკარას სცენაზე საკუთარი ისტორია შექმნეს. ეს არის მუსიკალური კაფსულა, რომელიც სცენის ჯადოსნურ მომენტებს ინახავს და მსმენელს წარმოდგენის თანამონაწილედ აქცევს.

ალბომში შესული კომპოზიციები ქართული კულტურის მრავალფეროვან ხასიათს წარმოაჩენს. მათ შორისაა „ქარაბშა“ - თავისუფალი, ლაღი და იმპროვიზაციული ენერგიით გამორჩეული დადგმის მუსიკა; „ჯარა“, რომელიც სვანურ მოტივებზეა დაფუძნებული და განსაკუთრებული სიზუსტითა და რიტმით გამოირჩევა; ასევე „კინტრიში“, რომელიც აჭარული ცეკვის მსუბუქ და ენერგიულ ბუნებას ასახავს.

„თაკარა“ ლიმიტირებული ტირაჟით გამოიცემა. თითოეულ ვინილს საკუთარი სერიული ნომერი აქვს, რაც მას უნიკალურ საკოლექციო ნიმუშად აქცევს. ვინილის შეძენა SOLO ბუტიკში არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics