2026-06-10 17:10:10, 272 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის მცხოვრებმა მეზობელს თოფიდან ესროლა და თავი მოიკლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტზე დაიწყო.
სამინისტროს ცნობით, მკვლელობა წინასწარი კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.
კაცმა თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეჭვმიტანილმა ინციდენტიდან მალევე თავი მოიკლა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,