|
2026-06-11 16:24:12, 331 ნახვა
კომენტარი
ბადრი ჯაფარიძე - სხდომა შეგნებულად არის დახურული, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს საოცარი აბსურდი
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 1930-იანი წლების რეპრესიებს შეადარა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ სწორედ მაშინ ხდებოდა ადამიანების გასამართლება იმის საფუძველზე, რომ ესა თუ ის პირი ხელისუფლებისთვის სასურველად არ მიიჩნეოდა. „სასამართლო სხდომა შეგნებულად არის დახურული, რათა საზოგადოებამ ის საოცარი აბსურდი ვერ მოისმინოს, რასაც ჩვენ ახლა ვესწრებით. ეს არის პოლიტიკური ლიდერების გამორჩეული დევნა - ყველასი ერთად! პოლიტიკური ლიდერები იმ პარტიებს წარმოადგენენ, რომელთაც ბოლო არჩევნებზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღეს. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზრი იდევნებოდეს და ამისთვის გამოყენებული იქნას პროკურატურა და სასამართლო. ადამიანმა, რომელმაც ეს პროცესი დაუკვეთა, გადაწყვიტა, რომ ახლა პროცესი უნდა დააჩქაროს. ასეთ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი იღებს, რომელიც სათანადო ნდობით აღჭურვილი პირების მეშვებით დავალებებს შესაბამის უწყებებს გადასცემს. საქმეში არსებული მასალები სამაგალითო სისულელეს ადასტურებს, რომლის მაგალითი ძნელი წარმოსადგენია, გარდა 30-იანი წლებისა, როდესაც ადამიანებს ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრაში ადანაშაულებდნენ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)