03:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 16:55:14, 5842 ნახვა

რეგიონი
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამოაცხადა ქვეყნის ხელისუფლების განზრახვის შესახებ, დაბეგვროს სომხეთის სამოციქულო ეკლესია.

„სომხეთს აქვს უნივერსალური საგადასახადო დეკლარაციის სისტემა და სასულიერო პირები არ შეიძლება იყვნენ ამ სისტემის გარეთ. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიამაც უნდა გადაიხადოს გადასახადები გარკვეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში და სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში“, - განაცხადა მან მმართველი პარტიის საარჩევნო პლატფორმის წარდგენისას.

ფაშინიანმა ასევე გაიმეორა, რომ მათი საარჩევნო პლატფორმა მოიცავს პუნქტს, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმირებასთან, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს მოქმედი კათოლიკოსის გადაყენებას და სომხური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics