|
2026-05-09 18:11:13, 4311 ნახვა
სამართალი
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს - სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და გდდ-ს ყოფილ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა. საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ბრალდებულებს ადვოკატები არ ჰყავთ. ხაბეიშვილზე - ბრალდებული ძალოვნები (სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსი და გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი) დანაშაულს აღიარებენ. ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულებსი შემდეგ მედიას საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ განუცხადა. სახელმწიფო მბრალდებელის თქმით, საქმის ფარგლებში 550-მდე პირია გამოკითხული და გამოთხოვილია ასეულობით ვიდოეჩანაწერი. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. "საქმე ეხება ლევან ხაბეიშვილის მიმართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, გაიზიარა სრულად და მათ ორივეს შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამ ეტაპზე ადვოკატები მათ არ ჰყავთ, მათი პოზიცია იყო, რომ ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ისინი დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას. სხდომა დახურულია, მიზეზი გახდა სხდომის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება. საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, გამოკითხულია 550-მდე პირი, გამოთხოვილია ასეულობით ვიდეოჩანაწერი და განხორციელდა ამ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება. საქმე თავისი მოცულობით ძალიან მნიშვნელოვანია. ლევან ხაბეიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე და მან თავისი სურვილით უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. თუ მას ექნება სურვილი, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში, ბუნებრივია ის გამოიკითხება. ხაბეიშვილის ეპიზოდზე ბრალდებულები გახლავთ გგდ-ს ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის ერთ-ერთი არის სუსის მოქმედი თანამშრომელი“, – განაცხადა გამყრელიძემ. ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)