|
2026-05-12 14:26:00, 870 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
ქართული ოცნების ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და მას ამ საკითხზე "რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს". მამუკა მდინარაძეს მათ შორის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, დეკანოზმა თქვა, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე საპატრიარქო ქართულ ოცნებასთან კვლავ ისაუბრებს. მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება არც მისი და არც ქართული ოცნების გუნდის განსასაზღვრი საკითხია. "მე არ მგონია, რომ განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს პირადად ჩემი პოზიცია. ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი. ჯერ ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი - სულ რაღაც 5-6 წლის წინ ადამიანისთვის სინდისის პატიმარი რომ დაეძახათ, ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ცნობილი განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. დღეს ასე ხელაღებით ისე ვარქმევთ სახელებს - სინდისის პატიმარი, უკანონო პატიმარი, აქ უკვე საკამათო თემა შემოდის, საკამათო თემებში კი მერე გარკვეული უხერხულობები ჩნდება, მათ შორის კანონისმიერიც კი, არა მხოლოდ პირადი და გუნდის პოზიციის განმსაზღვრელი. ამიტომ, ამ პოზიციაზე თუ ჩამოვყალიბდით ხოლმე, მერე გადაწყვეტილებები უფრო გაიოლდება, ყოველთვის. მე მგონია, რომ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ დამოკიდებულება იმის მიხედვით, როგორია მეორე მხრიდან დამოკიდებულება. პირობად მინდა არ მიიღოს არავინ, ეს არ არის ჩემი განსასაზღვრი, ან თუნდაც ქართული ოცნების გუნდის განსასაზღვრი საკითხი. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს და ეს ბუნებრივი ამბავი იქნება და არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 5-6 წლის წინ სინდისის პატიმარი რომ დაეძახათ მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, ეს უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. ჩვენ როგორ შეგვიძლია შევთანხმდეთ, ხომ არ შეიძლება ჩემი პოზიცია ის იყოს, რაც თქვენი? ჩემი პოზიცია სხვა არის, თქვენი პოზიცია სხვა არის. აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ბუნებრივია იქნება, რომ როდესაც ადამიანი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ა.შ. მაშინ კიდევ უფრო დამთმობი და ლმობიერია სახელმწიფო მის მიმართ, ამ შემთხვევაში, არ გამოდგება, იმიტომ რომ ანტაგონისტური აზრებია ჩემსა და თქვენს შორის", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)