10:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 09:42:59, 494 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან

განათლების სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან

 "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას. გივი მიქანაძის განცხადებით, პროგრამის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით უკვე გადამზადდა 129 სასულიერო პირი. ისინი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან. ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მოსწავლეები. სასულიერო პირებს სიგელები ახალგაზრდების აღზრდასა და პროგრამის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ, ხოლო მოსწავლეები კლუბებში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ...." | ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 სამინისტროს ცნობით, საპატრიარქოს სასულიერო პირებს 141 სკოლაში 175 კლუბი აქვთ გახსნილი, „სექტემბრიდან კი ისინი ახალ კლუბებს გახსნიან და ამ მიზნით 129 სასულიერო პირი გადამზადდა“

 კლუბებში 4 375 მოსწავლეა ჩართული, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც.

 განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა „ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics