17:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 16:49:51, 2409 ნახვა

საზოგადოება
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას “მარნეული ნიუსი” ავრცელებს.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, „ჯეო ჰოსპიტალის“ დაცვის თანამშრომელი მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ადგილობრივი გამოცემა, ოჯახის წევრების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაცვის თანამშრომელს პაციენტის ოჯახის წევრი გაუსწორდა. ის შუახნის კაცს კლინიკაში შეშვებას იმ დროს სთხოვდა, როცა მიღების საათები უკვე ამოწურული იყო. სწორედ უარის მიღების შემდეგ მოხდა დაცვის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

მათივე ცნობით, დაკავებულია 1 პირი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics