21:48 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-19 21:44:41, 1130 ნახვა

საზოგადოება
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს გლორი ტექსტილი ინდასტრისგან შეიძენენ. მათივე ცნობით, კომპანიის სამკერვალო ჩინეთში მდებარეობს. 

"კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.

კომპანია გლორი ტექსტილი ინდასტრის სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.

ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს საგანმანათლებლო რესურსებს სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა". - ნათქვამია გავრცელებულ ინფრომაციაში.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია გლორი ტექსტილი ინდასტრი საქართველოში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ქსიაოლინ ლიუ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების განათლების რეფორმით, საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics